top of page

 



 

კავშირი ჩვენ ერთნი ვართ გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის Down Syndrome International-ის წევრი.​

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!



21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, მსოფლიო უკვე მერვედ აღნიშნავს ამ დღეს. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე გამოცხადდა.

კავშირმა "ჩვენ ერთნი ვართ" მიიღო მონაწილეობა სოლიდარობის აქციაში რომელიც Down Syndrome International-ის ეგიდით ჩატარდა მთელს მსოფლიოში. ღონისძიების სახელწოდბაა "ჭრელი წინდები".

აქცია "ჭრელი წინდები" 21 მარტს კინო–თეატრ საქართველოს ფოიეში გაიმართა. აქციას შემოუერთდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და კომპანიები, როგორიცაა კაფე–რესტორანი როსტოს, კომპანია კოკა–კოლა, კომპანია "ქართული წინდა", კინო–თეატრი საქართველო, გასართობი ცენტრი მულტი–პულტის სამყარო, საქველმოქმედო ფონდი "ქვიშის საათი" და ა.შ.

ღონისძიებას ასევე შემოუერთდნენ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები ზუზუ ბეჟაშვილი და ნინო გაჩეჩილაძე.

ჩვენი საპატიო სტუმრებისათვის (დაუნის სინდრომის მქონე პირებისათვის) უდიდესი დღესასწაული მოაწყო მულტი–პულტის სამყარომ.

კავშირი "ჩვენ ერთნი ვართ" მადლობას უხდის ყველას ვინც სულ მცირე წვლილი შეიდანა 21 მარტის სოლიდარობის აქციაში რადგან ეს დღე მათთვის მართლაც დაუვიწყარი იყო!



bottom of page